04Jul
2018
რძე - სასარგებლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის


რძე პროდუქტია, რომელიც ხშირად რეკომენდირებულია სპორტულ დიეტებში და სწორი კვების რაციონში. დილით ერთი ჭიქა, უცხიმო რძის მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ის საკმაოდ ანაყრებს და დღის განმავლობაში თქვენ საკვების მიმართ ნაკლებად გიჩნდებათ მოთხოვნილება.

 

ერთი ჭიქა უცხიმო, პასტერიზებული რძე შეიცავს 65 კკალ-ს. დილით, რძესთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ მიუსლი ან ჰერკულესის ფაფა. ან, მოამზდოთ დილის კოქტეილი, ბანანითა და კენკროვანი ხილით. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ ყავას ან ჩაის. არ აურიოთ რძე ყველს, ხაჭოს, იოგურტს, ციტრუსს, ხორცს, კვერცხს, პამიდორს, კიტრსა და ნესვს, რათა დღის მანძილზე დისკომფორტმა არ შეგაწუხოთ.

თუ ვერ ახერხებთ დილით მიირთვათ რძე, ჩაანაცვლეთ ის სხვა ცილის შემცველი პროდუქტებით: ხაჭოთი, კეფირით, ყველით.