11Jun
2018
ჩუტყვავილა - დაავადების სიმპტომები და მკურნალობა


დაავადების აღწერა

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ზომიერი ან ცოტათი მომატებული ტემპერატურით და კანსა და ლორწოვანზე ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყრით.

ინფექცია გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით. ინფექციის წყარო საშიშია გამოყრამდე 1-2 დღით ადრე და 3-7 დღე მის შემდეგ.

დაავადება გადატანის შემდეგ ტოვებს იმუნიტეტს, რის ხარჯზეც განმეორებით დაავადების ალბათობა არ აღემატება 2-3%-ს.

ჩუტყვავილის ინკუბაციური პერიოდი 10-21 დღემდე, საშუალოდ 14 დღეს შეადგენს. ჩვეულებრივ, გამონაყარი უხვია და გამოყრა გრძელდება 2-4 დღე. პირველად გამონაყარი ჩნდება ტანზე, შემდეგ სახეზე და თავის თმიან ადგილებში. გამონაყარი მალე ქრება, და მის ადგილზე ჩნდება მუქი ფერის ფუფხი, რისი მოცლის შემდეგაც რჩება პიგმენტური ლაქები რომლებიც თანდათან 2-3 თვის მანძილზე გაქრება.

ყოველი ახალი გამოყრა მიმდინარეობს ტემპერატურული რეაქციით. გამონაყრის მაქსიმალური გამოვლიმებისას ბავშვები ხშირად უჩივიან

  • საერთო სისუსტეს;
  • მადის დაქვეითბას;
  • ძილის დარღვევას;
  • კანის ქავილსად და ინტოქსიკაციის სხვა მოვლენებს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

მკურნალობისას აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, როგორიცაა ტანსაცმლისა და თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა, აბაზანის მიღება ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე აუცილებელია პირის ღრუს გამოვლება ყოველი ჭამის შემდეგ. გამონაყარი ადგილობრივად უნდა დამუშავდეს ბრილიანტის მწვანის 1% - იანი ხსნარით. ხშირად ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ჩუტყვავილის საპროფილაქტიკოდ აქტიურად იყენებენ ვაქცინაციას, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს 12 თვიდან. ორგანიზმი ვაქცინაციის შემდეგ 8-20 წლამდე ინარჩუნებს იმუნიტეტს.

ვაქცინაციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით „მედისონის“ ფეისბუქ გვერდის პირადი შეტყობინებით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2470606

გახსოვდეთ!

  • დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად, ჩუტყვავილას ვირუსის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს!
  • სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობა და მედიკამენტების მიღება არ არის მიზანშეწონილი!