04Jul
2018
ბავშვის ძილის საათებისა და კვების რაოდენობა


სიცოცხლის პირველი წუთიდან ყველა დედა ახალშობილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე იწყებს ზრუნვას. ასაკის შესაბამისად, ძილის საათების რაოდენობა და კვება, ბავშვის სწორი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

პირველ თვეებში, პატარა მეტ დროს ძილში ატარებს და მისი კვებათა შორის შუალედი მცირეა. ბავშვის ზრდასთან ერთად ძილის საათები კლებულობს, ხოლო კვებათა შორის შუალედი იზრდება.

გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია დაახლოებით რა რეჟიმით უნდა ეძინოს და იკვებებოდეს წლამდე ასაკის ბავშვი.

გახსოვდეთ! ყველა ახალშობილი თავად აყალიბებს კვებისა და ძილის ინდივიდუალურ რეჟიმს. პატარებს ხშირად დღისა და ღამის საათები ერთმანეთში არეული აქვთ, ეს თავისებურება დროთა განმავლობაში, ზრდასთან ერთად რეგულირდება.

თავისუფალი რეჟიმი ბუნებრივი კვების დროსაც მოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ დედის რძე შეუცვლელი და უნიკალურია, სწორედ ამიტომ,  პედიატრები, ექვს თვემდე ბავშვისათვის საუკეთესოდ - ბუნებრივ კვებას მიიჩნევენ.