19Jun
2019
ახალშობილის კვება


 

ჩვენთან მიღებული პრაქტიკით, ახლო წარსულში, მშობიარობის შემდეგ, დედას და ახალშობილს სამშობიაროში ტოვებდნენ რამოდენიმე დღე, რათა დედას ესწავლა ახალშობილის მოვლა, მაგრამ სწავლებისთვის არც ეს დრო იყო საკმარისი.

  დღეისთვის, დედები მშობიარობის შემდეგ მხოლოდ 48 საათს ატარებენ სამშობიაროში, საკეისროს შემდეგ 3-5 დღე, რადგან ინფორმაცია ახალშობილის მოვლის შესახებ ხელმისაწვდომია, როგორც ელექტრონული სახით, ასევე მრავალი წიგნი არსებობს ამ აქტუალურ თემატიკაზე.

   ნუ შეშფოთდებით და ნუ დაიბნევით პრაქტიკულ გამოცდილებაში შექმნილი უხერხული სიტუაციებით, შეეცადეთ ისიამოვნოთ ყოველდღიური სიახლეებითა და  განსაკუთრებული მომენტებით- თქვენ ხომ ბედნიერი დედა ბრძანდებით და  მედისონ ჰოლდინგი უერთდება თქვენს სიხარულს, მილოცვასთან ერთად ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ პრობლემების დაძლევაში.

  გაჩნდება უამრავი კითხვა. ზოგჯერ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე  კითხვა უხერხულია, მაგრამ ჩვილთან დაკავშირებით უხერხული კითხვები არ არსებობს!

  ღიად და თამამად დასვით კითხვები!

  თქვენ ყოველთვის მიიღებთ ადეკვატურ და ამომწურავ პასუხს!

 

 

 

ყველაზე მეტად დედის ფსიქიკაზე მოქმედებს ბავშვის ტირილი!

როგორ დავაწყნაროთ ატირებული ბავშვი.

 

  ბავშვს ატირებს დისკომფორტი ან ტკივილი, ტირილის ტემბრით სულ მალე გაარჩევთ ბავშვი უბრალოდ „გეძახით“ თუ რამე აწუხებს.

  პირველ რიგში შეამოწმეთ, ხომ არ არის ბავში მშიერი ან სველი, სხეული ხომ არ აქვს გახურებული ან, პირიქით, შეციებული. შემდეგ ცადეთ შემდეგი მეთოდები:

  • აიყვანეთ ხელში.
  • მსუბუქად დაარწიეთ მკლავებში მოთავსებული ბავშვი, ან ისეირნეთ ოთახში ბავშვთან ერთად.
  • მოეფერეთ თავზე და მუცელზე, ან მასაჟი ჩაუტარეთ სხეულზე. ზურგზე მოფერებამ შეიძლება დაამშვიდოს.
  • გაიყვანეთ ოთახიდან გარეთ ცოტა ხნით. სუფთა ჰაერი და გარემოს გამოცვლა ზოგჯერ ჭრის.
  • აუცილებლად მშვიდად დაელაპარაკეთ  ან უმღერეთ. თქვენი სხეული და ხმა ყველაზე ახლობელია მისთვის.
  • დაიცავით ზომიერება. გახსოვდეთ, ზედმეტი ყურადღებითა და წახალისებით შეიძლება გაამხნეოთ ახალშობილი მეტი ტირილისკენ. დაუწიეთ ხმის ტონს, იმოძრავეთ მშვიდად, თუ რომელიმე მეთოდმა არ უშველა, ჩააბნელეთ ოთახი და უბრალოდ ჩაეხუტეთ მას.

 

 

როგორ მოვუაროთ ჭიპს

  სამშობიაროდან ბავშვი ეწერება ჭიპზე დადებული პლასტმასის მომჭერით, რაც ერთი შეხედვით უცნაურია და ზოგჯერ შიშსაც იწვევს.

  მაგრამ ამ დროისთვის ჭიპლარის უჯრედები უფუნქციოა და მგრძნობელობა დაკარგულია, რომლებიც უნდა მოძვრეს რამოდენიმე დღეში.

  ჭიპლარის მოვლისას მთავარია სისუფთავისა და სიმშრალის დაცვა.

  ჭიპლარის ტაკვი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საფენის გარეთ, რომ შარდით არ დასველდეს.

  ჭიპლარის მოვარდნას ხშირ შემთხვევაში შესაძლოა დასჭირდეს  2-3 კვირა. თქვენ - კი, პერიოდულად უნდა გაუსუფთავოთ ჭიპის გარშემო ზედაპირი. ნუ შეგაშინებთ- პროცესი არ არის მტკივნეული.

             

        I დღე                   მე-4-7 დღე             მე-10 დღე                  2 კვირისას      მე-17-18 დღეს

    

 

როგორ ვაბანაოთ ახალშობილი

 პირველ დღეებში ყოველდღიური ბანაობა საჭიროა .წყლის აბაზანები ახალშობილის კანისთვის სასარგებლოა, რათა ის არ გამოუშრეს, განსაკუთრებით პერიოდში, სანამ ჭიპი მოძვრება.

   სანამ დაბანის პროცესს დაიწყებთ მოამზადეთ:

  • ოთახი სადაც ყველა ფანჯარა და კარები უნდა იყოს დახურული.
  • ოთახში ჰაერის ტემპერატურა 22-23 გრადუსი ცელსიუსით.
  • აბაზანა ან „ტამი-ტაბი“ წყლის ტემპერატურით 37-38 გრ. ცელსიუსით.
  • ახალშობილის საპონი და შამპუნი(შეარჩიეთ დასაბანი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ახალშობილისთვის).
  • პირსახოცი და ტანსაცმელი

მოათავსეთ ბავშვი მუცლით დაბლა თქვენს მკლავებში, მობანეთ სახე სუფთა წყლით.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელის ნაკეცებს, არ გამორგჩეთ დაუბანელი ადგილები. ახალშობილი რომ არ გაგიცივდეთ, შამპუნით თავის დაბანა ბოლოსთვის მოიტოვეთ.

  ზოგიერთი დედა ბანაობის შემდეგ ბავშვს მასაჟს უტარებს  ზეთებითა და ლოსიონებით, რაც არ არის აუცილებელი, ზოგიერთი ექსპერტი კი ტალკის გამოყენების წინააღმდეგიცაა.

 

როგორ ჩავაცვათ კომპორტულად ახალშობილს

ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან გარემო ტემპარატურასთან.

შიშველი და სველი ახალშობილი 20 გრადუს სითბოზე ისეთივე სტრესს განიცდის , როგორც ჩვენ 0 გრადუსზე განვიცდით.

 ჩაცმა ინდივიდუალურია და ყველა ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ: მისი საწოლი ხომ არ დგას გამათბობელთან ძალიან ახლოს ან ცივ კედელთან და ა.შ.

 ახალშობილს ყოველთვის უფრო მეტი ტანსაცმელი უნდა ჩააცვათ, ვიდრე თქვენ გაცვიათ. თუ მას გაუცივდა მკერდი ან მუცელი, სავარაუდოდ მას თხლად აცვია. ვერ განსაზღვრავთ მის შეციებას ხელების ან ფეხების შემოწმებით, რადგან, მათი გაციება შესაძლოა სისხლის ცირკულაციამ გამოიწვიოს. ამიტომ ყურადღება გაამახვლეთ კანზე (არ უნდა იყოს აჭრელებული), მკერდზე ან მხრებზე.

შენიშვნა: მუქი კანის ფერის მქონე ბაბშვებს სიცივისგან აჭრელება არ შეემჩნევათ.

ახალშობილი პრაქტიკულად  არ ოფლიანდება, მაგრამ გაცხელებული კისრის მიხედვით შესაძლოა მიხვდეთ, რომ ახალშობილს ცხელა. სწრაფი სუნთქვა ასევე შესაძლოა იყოს გამოწვეული ზედმეტი ჩაცმულობისგან.  ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მას მსუბუქად ჩააცვათ.

როგორ შევჭრათ ფრჩხილები

თქვენი ახალშობილის ფრჩხილები შესაზლოა მოსაჭრელი იყოს ჯერ კიდევ მანამ, სანამ გამოიყვანთ სამშობიაროდან. იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შეაჭრათ ფრჩხილები, შეგიძლიათ ისარგებლოთ მომენტით, როცა ძინავს. გაითვალისწინეთ, შესაძლოა ერთ პოზაში მყოფს ათივე თითი ერთდროულად ვერ მოუწესრიგოთ.

 კანის ცვლილებები პირველ დღეებში.

დედებს განსაკუთრებით აშფოთებთ:

  • აქერცლილი კანი,
  • ზოგჯერ მოწითალო ლაქოვანი გამონაყარი,
  • მკერდის შეშუპება,
  • გოგონებთან საშოდან რძისფერი გამონადენი,
  • აჭრელებული კანი
  • და ა.შ.

  ნუ ღელავთ ეს ახალშობილობის პერიოდისთვის დამახასიათებელი გარდამავალი პერიოდებია, რომელსაც არავითარი მკურნალობა არ სჭირდება. თუმცა ექიმის მეთვალყურეობა გჭირდებათ!

 მუცლის ტკივილი

 ერთ-ერთი აქტუალური და შემაწუხებელი-პირველ რიგში პატარისთვის და შემდეგ მთელი ოჯახისთვის.

ყველაზე მთავარი: ოჯახის ყველა წევრის მოთმინება!

 მუცლის ტკივილი დაკავშირებულია მეტეორიზმთან, გადაბერილი ნაწლავის მწვავე ტკივილთან, რაც იწყება დაახლოებით 2 კვირის ასაკიდან.

 პირველივე სიმპტომის შენიშვნისას დაიწყეთ თქვენი ექიმის მიერ შერჩეული გაზების საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენება.

 გახსოვდეთ! ეს მედიკამენტი სამკურნალო კი არ არის , არამედ პროფილაქტიკური პრეპარატია და ზუსტად უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციის შესაბამისად, მუდმივად, მიუხედავად იმისა ბავშვს აქვს კოლიკის შეტევა თუ არა.

ახალშობილის კვება

  საუკეთესო საკვებია დედის რძე!

  უმრავლესობას, ლოგინობის ხანაში, უჭირს ბავშვის კვება.

  მიზეზი ერთია: ძუძუთი კვების ტექნიკაა ასათვისებელი, განსაკუთრებით ჩვილის ძუძუზე სწორად მოჭიდების ტექნიკა, რაშიც გამოცდილი ადამიანი უნდა დაიხმაროთ, ეს იქნება წამოზრდილი ბავშვების დედები , ან ექთანი , ან ექიმი.

  ძუძუთი კვებას არანაირი რეჟიმი არ ესაჭიროება: ბავშვი ძუძუს სწოვს მაშინ, როცა შია. არავითარი სათობრივი რეჟიმი, ბავშვი თვითონ გამოიმუშავებს ინდივიდუალურ რეჟიმს.

 ძუძუთი კვებისას ახალშობილი უნდა წოვდეს დღე-ღამეში 8-ჯერ 12-ჯერ და შეიძლება უფრო მეტჯერაც(ინდივიდუალურია).

 როგორ მივხვდეთ საკმარისად იღებს თქვენ რძეს თუ არა?

  • კვება გრძელდება 15-20 წუთი.
  • წოვისას გესმით ან გრძნობთ: 2-3 გამოწოვაზე ყლაპვას.
  • კვების შემდეგ მოშვებული და კმაყოფილია.
  • საფენს ასველებს ან კუჭში გადის, და საფენს უცვლით არანაკლებ 6-ჯერ.
  • თვალსაჩინო ხდება განივი ნაოჭები

 

ლაქტაციური კრიზი

ერთ დღეს აღმოაჩენთ რომ ბავშვს რძე არ ყოფნის!

არ შეშინდეთ! თქვენ კი არ შეგიმცირდათ რძე, ბავშვის მოთხოვნა გაიზარდა!

გაახშირეთ ძუძუთი კვება და 2-4 დღეში ნახავთ რომ რძის რაოდენობამ იმატა.

 

 ხელოვნური კვება ძალიან სერიოზული და რთული სამართავია, ამიტომ მჭიდრო კონტაქტია საჭირო ბავშვის ექიმთან,  განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.

 

 

მეძუძური დედის კვება

დედის კვებაზე   განსაკუთრებული რეკომენდაციები და აკრძალვები არაა.

მეძუძური დედა უნდა იკვებოს ჯანმრთელი კვების წესით.

გაიხსენეთ ორსულობისას რა მრავალფეროვანი იყო თქვენი კვება, რძესაც სჭირდება მრავალფეროვანი ინგრედიენტებით შევსება.

აკრძალვები აბსოლუტურად ინდივიდუალურია და მათი განზოგადოება არ შეიძლება.

მითები: დედას  თუ გაზები აწუხებს, რძიდან გადადის ეს გაზები ბავშვთან!