2018
დაიცავით თქვენი გული სხვადასხვა გართულებებისაგან! შეიტანეთ თქვენს კვებით რაციონში აღნიშული გემრიელი და სასარგებლო საკვები.
ვრცლად2018
ჰაიმორიტი– ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი გაცივების გამო წარმოქმნილი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად, როგორიცაა გრიპი, სურდო, მწვავე რესპირატორული ინფექცია და ა.შ. ასევე, ჰაიმორიტით დაავადებისკენ მიდრეკილება აქვთ გაღუნული ცხვირის ტიხარის ან ცხვირის ღრუს აგებულების თანდაყოლილი ანომალიების მქონე ადამიანებს. ხშირად ჰაიმორიტი წარმოიქმნება კბილის ფესვის არადროული მკურნალობის გამო, ასევე, ჰაიმორის წიაღში ჩირქოვანი ინფექციის მოხვედრის შემდეგ სისხლის სადინარების გავლით.
ვრცლად2018
ხორხის ანთებაა, დაავადების მიზეზს ჩვეულებრივ, წარმოადგენს გაციებით გამოწვეული დაავადებები, გრიპი, ქუნთრუშა, ყივანახველა. დაავადებას თან სდევს ყელის სიმშრალე, ყელში ღიტინი, ტკივილის შეგრძნება ყლაპვის დროს, ხმის კვანძების შესუსტება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსდევს ხმის სრული დაკარგვა, ხველა. ექიმები ანსხვავებენ ამ დაავადების ორ ტიპს: მწვავე ლარინგიტი და ქრონიკული ლარინგიტი, მწვავე ლარინგიტი წარმოიქმნება არა მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებით პროცესებთან და დაავადებებთან ერთად, არამედ როგორც დამოუკიდებელი დაავადებაც, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ხდება ადგილობრივი გადაცივება ან ხმის ზომაზე მეტი გადატვირთვა.
ვრცლად2018
მოტეხილობების დროს მთავარია - უძრაობა, მოტეხილი კიდურის, ან მიდამოს იმობილიზაცია. დაზიანებულ უნაბში ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება განაპირობოს ტკივილისმიერი შოკი, გონების დაკარგვა და ირგვლივმდებარე ქსოვილების დამატებითი დაზიანება. ამასთან თუ დაზარალებული ჩივის ვარდნის ან დარტყმის მერე ამბობს ტკივილზე, რომელიც ძლიერდება მოძრაობის და შეხების დროს, არ არის საჭირო ფიქრი, არის მოტეხილობა, ამოვარდნილობა და სერიოზული ტრავმა თუ არა, ნებისმიერი შემთხვევაში საჭიროა კიდურის იმობილიზაცია და სასწრაფოს გამოძახება.
2018
ნებისმიერი პედიატრის განმარტებით, ექვს თვემდე ბავშვისათვის საუკეთესო საკვებად დედის რძე ითველბა. ექვსიდან რვა თვის ასაკისთვის, ბავშვის ორგანზმში რკინის ბუნებრივი მიწოდება ფერხდება, რადგან სწორედ ამ ასაკში პატარა ნელ-ნელა იწყებს ბუნებრივ კვებასთან განშორებასა და მის ნაცვლად მყარი საკვების მიღებას.
დედის რძე არის ორგანიზმში რკინის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვების შემცირებასთან ერთად, ბავშვის ახალი, მყარი საკვების რაციონი, რკინით მდიდარ პროდუქტებსაგან შედგებოდეს.
ვრცლად2018
სიცოცხლის პირველი წუთიდან ყველა დედა ახალშობილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე იწყებს ზრუნვას. ასაკის შესაბამისად, ძილის საათების რაოდენობა და კვება, ბავშვის სწორი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
პირველ თვეებში, პატარა მეტ დროს ძილში ატარებს და მისი კვებათა შორის შუალედი მცირეა. ბავშვის ზრდასთან ერთად ძილის საათები კლებულობს, ხოლო კვებათა შორის შუალედი იზრდება.
ვრცლად2018
მოგეხსენებათ, თმასაც ისევე სჭირდება ვიტამინები და მინერალები, როგორც ორგანიზმს. ჯანმრთელი კვებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პირობებში თმას საკვებ ნივთიერებებს ორგანიზმი აწვდის, მაგრამ მზე, ჭარბი გამონაბოლქვი, ქარი და არასწორი კვების რაციონი ღერებს ბზინვარებას და სიჯანსაღეს უკარგავს.
ვრცლად
2018
დაღლილობისა და სტრესის ფონზე თავის ტვინსაც სჭირდება დახმარება.
გთავაზობთ 6 რჩევას, თავის ტვინის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
2018
არსებობს სამი სახის სისხლდენა:
1) სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია. პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ სუფთა ქსოვილით.
2) სისხლი ბევრია. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ!) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს.
2018
ექიმს უნდა მიმართოთ არამარტო დაბალი, არამედ მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაშიც.
ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.
ვრცლად