გაზიარება:

ბლოგი

    12თებ
    2018
    ვაგინიტი


     

    რა არის ვაგინიტი?

    ვაგინიტი არის ვაგინის ( საშოს) ნებისმიერი სახის ანთება, ან ინფექცია. იგი გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. აღსანიშნავია, რომ ქალების ერთ მესამედს სიცოცხლის განმავლობაში ვაგინიტის ერთი ფორმა მაინც ემართებათ.

    ვაგინა - ეს არის კუნთოვანი გზა საშოსა და გარე სასქესო ზონას შორის. როდესაც რაიმე სახის გამღიზიანებელი არღვევს ვაგინალური ნაწილის ფიზიოლოგიურ ბალანსს, ვაგინის კელდებზე მიმდინარეობს ანთება და შესაძლებელია განვითარდეს ვაგინიტი.

    რა იწვევს ვაგინიტს?

    ბაქტერიები, ინფექციები, ვისუსები, კრემებისა და სპრეების ქიმიური ელემენტები, ან, თუნდაც, ტანსაცმელი, შეიძლება იყოს ვაგინიტის გამომწვევი. ზოგჯერ ვაგინიტის გამომწვევების გადაეცემა ხდება სექსუალური პარტნიორებისაგან. გარდა ამისა, ვაგინალურ გარემოზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა სახის ფაქტორები, მათ შორის  ქალის ზოგადი ჯანმრთელობა, პირადი ჰიგიენა, მედიკამენტები, ჰორმონები (განსაკუთრებით, ესტროგენი) და სექსუალური პარტნიორის ჯანმრთელობა. ამ ფაქტორების მოუწესრიგებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვაგინიტი.

    რომელი ტიპის ვაგინიტია ყველაზე გავრცელებული?

    • კანდიდას ინფექცია (Candida infection);
    • ბაქტერიული ვაგინოზი;
    • ტრიქომონიური ვაგინიტი;
    • ქლამიდიური ვაგინიტი;
    • გონოკოკური ვაგინიტი;
    • ვირუსული გავინიტი;
    • არაინფექციური ვაგინიტი;

    ამ ტიპის თითოეულ ინფექციას აქვს განსხვავებული მიზეზი და შეიძლება ახასიათებდეს განსხვავებული სიმპტომები, რაც ართულებს დიაგნოსტირებას. გარდა ამისა, ერთი და იგივე დროს, შესაძლებელია შეგვხვდეს ვაგინიტის ერთზე მეტი ფორმა მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით ან სიმპტომების გარეშე.

     

     

     

    რა არის კანდიდას ინფექცია?

    კანდიდას ინფექციები გამოწვეულია კანდიდას სოკოების მრავალი სახეობიდან რომელიმეს მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით არსებობენ ვაგინაში. კანდიდა ასევე შესაძლებელია შეგვხვდეს პირის ღრუში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

    ვინაიდან კანდიდა ორგანიზმში დაბალანსებული რაოდენობით არსებობს, ინფექცია წარმოიშობა, მაშინ როდესაც ქალის სისტემაში რაიმე გამღიზიანებელი არღვევს ამ ბალანსს. მაგალითად, რაიმე სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა შესაძლებელია დაარღვიოს ეს ბალანსი. ამ დროს ანტიბიოტიკები ანადგურებენ იმ ბაქტერიებს ორგანიზმში, რომელებიც იცავენ და უზრუნველყოფენ კანდიდას ნორმალურ ბალანსს საშოში, შესაბამისად, კანდიდას რაოდენობა იზრდება ორგანიზმში და წარმოიშობა ინფექცია. სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ეს დისბალანსი არის ფეხმძიმობა, რომელის დროსაც იცვლება ჰორმონების დონე, დიაბეტი, რომლის დროსაც მატულობს   შაქარის კონცენტრაცია შარდსა და საშოში;

    ვაგინალური კანდიდას ინფექციის სიმპტომები:

    ყველა ინდივიდში შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპტომები განსხვავებულად. თუმცა ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

    • სქელი, თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან, ძირითადად სუნის გარეშე;
    • ქავილი, ვაგინის და ვულვის სიწითლე და შეშუპება;

    ვაგინალური კანდიდას სიმპტომებმა შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა სამედიცინო პრობლემები. ამიტომ აუცილებელია ექიმთანს კონსულტაცია დიაგნოსტირებისათვის.

    ვინ არის ვაგინალური კანდიდას ინფექციის რისკის ქვეშ?

    • ქალები, რომლებლაც ანტიბიოტიკების კურსი ახლად ჩატარებილი აქვთ;
    • ფეხმძიმე ქალები;
    • დიაბეტით დაავადებული ქალები;
    • ქალები, რომლებიც მოიხმარენ იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს (immunosuppressant medication);
    • ქალები, რომლებიც მოიხმარენ მაღალესტროგენულ კონტრაცეპტივებს;
    • ქალები, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ან ენდოკრინული პრობლემები (აშლილობები);
    • ქალები, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდული თერაპიით, რომელიც ანელებს იმუნურ რეაქციას;

    ვაგინალური კანდიდას ინფექციის მკურნალობა

    დაავადების მკურნალობას ექიმი განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

    • ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადო მდგომარეობა და დაავადების ისტორია;
    • დაავადების ხარისხი;
    • სიმპტომების ტიპი და სიმძიმე;
    • მიმღებლობა კონკრეტული მედიკამენტების, პროცედურებისა და თერაპიის მიმართ;
    • პაციენტის მოსაზრებები;
    • დაავადების გართულებების მოლოდინები;

    კანდიდას დაავადების მკურნალობა შესაძლებელია მოიცავდეს:

    სოკოს საწინააღმდეგო ვაგინალურ კრემებსა და სანთლებს; ვაგინალურ ტაბლეტებს; ანტიმიკოზური პერორალური აბები;

     

     

     

    რა არის ბაქტერიული ვაგინოზი?

    მიუხედავად იმისა, რომ სოკოვანი ვაგინალური ინფექციები ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ბაქტერიული ვაგინოზი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს დაავადება გამოწვეულია ბაქტერიით და არა სოკოთი. ბაქტერიული ვაგინოზის ინფექციის დროს ირღვევავაგინალური  ფლორის  ნორმალური  ბალანსი, რაც   იწვევეს ანთებას. ბაქტერიული ვაგინოზისას ბაქტერიული ფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის დარღვევის მიზეზები უცნობია.

    ვაგინალური გამონადენის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. სიმპტომები მოიცავს გამონადენის ფერის, რაოდენობის, ან ტექსტურის შეცვლას; უსიამოვნო სუნს; სისხლდენას, ქავილს, ან საშოს ან ვულვის წვას.

     

    ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები:

    • რძისებრი, დროდადრო თხელი ან მონაცრისფრო გამონადენი;
    • სუნიანი გამონადენი, რომელიც მატულობს სქესობრივი აქტივობისას.

     

    მკურნალობა

    ვინაიდან ბაქტერიული ვაგინოზი გამოწვეულია ბაქტერიებით, მკურნალობა ძირითადად მიმდინარეობს პერორალური ანტიბიოტიკებით.

     

    რა არის ტრიქომონიაზი?

    ტრიქომონიაზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ის გამოწვეულია ერთუჯრედიანი პარაზიტის მიერ, რომელსაც ტრიქომონა ვაგინალისს უწოდებენ. ის სქესობრივი გზით გადაეცემა პარტნიორებს. მამაკაცების უმრავლესობაში სიმპტომები არ ვლინდება და მანამ სანამ ქალში არ გამომჟღავნდება ვაგინიტის სიმპტომები, საჭიროებას არ წარმოადგენს მამაკაცის სავარაუდო ინფიცირების გამო კვლევა

    სიმპტომები:

    • ქაფისებური, ხშირად მძაფრი სუნიანი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი;
    • ქავილი ვულვისა და საშოს შიდა და გარე მხარეს;
    • მოშარდვის დროს წვა;
    • მუცლის ქვედა ნაწილში დისკომფორტი;
    • სექსუალური აქტის დროს ტკივილი;

    მკურნალობა

    ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, რათა გამოირიცხოს განმეორებითი ინფიცირება. მკურნალობა ძირითადად მიმდინარეობს პერორალური ანტიბიოტიკების გამოყენებით.

    რა არის ქლამიდიოზი?

    ქლამიდიოზი არის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. თუ ამ დაავადებას არ მკურნალობენ, მან შესაძლებელია გამოიწვიოს საშვილოსნოს დანამატების ანთებითი დაავადება, რომელიც ზრდის ქალებში უშვილობის რისკს, იწვევს  საშოს სპაზმებს, ფალოპის მილების შეხორცებებს ან ქრონიკულ ტკივილს და გარე ორსულობას.

     

    სიმპტომები

    სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას არ აქვთ დაავადების სიმპტომები, რაც განაპირობებს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხანგრძლივობას, შესაბამისად დაავადების გავრცელებას.  

     

    • ჭარბი ვაგინალური გამონადენი;
    • მსუბუქი სისხლდენა, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის შემდგომ;
    • ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ან მენჯში;
    • ტკივილი შარდვისას;
    • ჩირქი შარდში;
    • ურეთრისა და სასქესო ბაგეების შეშუპება და სიწითლე;

    მკურნალობა

    როგორც წესი, ქლამიდიოზის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკების დანიშვნით. რა არის გონოკოკური ვაგინიტი?

    ვაგინიტი შესაძლებელია გამოიწვიოს იგივე ბაქტერიამ, რომელიც იწვევს ვენერიულ დაავადებას - გონორეას.

     

    სიმპტომები

    • მოყვითალო ან სისხლიანი ვაგინალური გამოგადენი საშოდან - გოგონებში; მოყვითალო-მოთეთრო გამონადენი პენისიდან - მამაკაცებში;
    • ტკივილი ან წვა შარდვისას (ქალებში და კაცებში);
    • შესიებული ან მტკივნეული სათესლე ჯირკვლები(მამაკაცებში);
    • ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის დროს (ქალებში);
    • ქვედა მუცლის (მენჯის) ტკივილი სქესობრივი კონაქტის დროს; (ქალებში)

    მკურნალობა

    იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მკურნალობის დროულად დაწყება, ინფექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, რაც ხელს უწყობს უნაყოფობის განვითარებას, საშოს  სპაზმები და ქრონიკული ტკივილები, ასევე გარე ორსულობა. სწორედ ამ რისკების გამო რეკომენდებულია მკურნალობის ადრეულ პერიოდში დაწყება.

    მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკების გამოყენებით. აუცილებელია პარტნიორების ერთდროულად მკურნალობა, რათა გამოირიცხოს რეინფიცირება და დაავადების გავრცელება.

    ვირუსული ვაგინიტი

    ვირუსები წარმოადგენენ ვაგინიტის გავრცელებულ მიზეზს, თუმცა მათი უმრავლესობა ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ვირუსის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც იწვევს ვაგინიტს წარმოადგენს  მარტივი ჰერპესის  ვირუსი, რომლის ძირითადი სიმპტომებია ტკივილი გენიტალიურ ზონებში დაზიანებების და წყლულების გამო. ეს წყლულები, ჩვეულებისამებრ, ჩანს ვულვასა და საშოსთან, თუმცა გვხდება შემთხვევები, როდესაც წყლულები ვითარდება საშოს სიღრმეში, რომელიც შეიძება მოიძებნოს მხოლოდ საშოს დათვალიერების შემთხვევაში. ხშირად ჰერპესის მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლებელია აღმოჩნდეს სტრესი, ან ემოციური მდგომარეობა.

    ვირუსული ვაგინიტის კიდევ ერთი წყარო არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV), ვირუსი, რომელიც ასევე ვრცელდება სექსუალური კონტაქტით. ეს ვირუსი იწვევს მტკივნეული მეჭეჭების განვითარებას საშოზე, სწორ ნაწლავზე, ვულვაზე ან შორისზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ, რიგ შემთხვევებში მეჭეჭები არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ძირითადად ვირუსის იდენტიფიცირება ხორციელდება პაპ ტესტით.

     

     

     

    რა არის არაინფექციური ვაგინიტი?

    არაინფექციური ვაგინიტი განეკუთვნება ვაგინალურ გაღიზიანებას, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით. ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია ვაგინალური სპრეების, შახაპის გელების ან სპერმიციდული პროდუქტების მიმართ  ალერგიული რეაქციით, ან გაღიზიანებით. ასევე ის შეიძლება გამოწვეული იყოს პარფიუმერულიარომატიზირებული საპნების ან სარეცხი საშუალებების, ასევე ქსოვილების დამარბილებლების მიმართ მგრძნობელობის გამო.

    კიდევ ერთი არაინფექციური ვაგინიტის ფორმა, რომელსაც „ატროფიულ ვაგინიტს“ უწოდებენ, ძირითადად გამოწვეულია მენოპაუზის, საკვერცხეების ამოკვეთის, რადიაციული თერაპიის, მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს ჰორმონების დონის დაწევის გამო. ესტროგენის ნაკლებობა იწვევს საშოს ლორწოვანის  გამოშრობასა და გამოფიტვას, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი.

    სიმპტომები:

    ვაგინალური ქავილი; ვაგინალური წვა; ვაგინალური გამონადენი;  ტკივილი მენჯში, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის დროს.

    მკურნალობა

    არაინფექციური ვაგინიტის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ესტროგენის შემცველ კრემებს და პერორალურ ტაბლეტებს.