21აგვ
2018
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ


სასწავლო პროცესის  დაწყების თარიღი ახლოვდება. მღელვარება იმატებს, განსაკუთრებით ბევრი საზრუნავი კი, პირველკლასელების მშობლებს აქვთ.

 

თუ თქვენი პატარა სექტემბერში ბაღში ან სკოლაში პირველად მიდის, გეცოდინებათ, რომ სასწავლებელში  საბუთების გარკვეული ჩამონათვალის მიტანა დაგჭირდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ მედისონის ამბულატორიულ ქსელში, შეგიძლიათ მიიღოთ ცნობა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ანუ ფორმა № IV-100/ა სკოლაში/ბაღში წარსადგენად.

 

ცნობის მისაღებად, პატარა პაციენტს შემდეგი პროცედურების გავლა მოუწევს:

 

  • უნდა მობრძანდეთ ბავშვთან ერთად მედისონის ამბულატორიებში;
  • ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური პედიატრი/ოჯახის ექიმი შეაფასებს;
  • სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, პედიატრი/ოჯახის ექიმი გადაგამისამართებთ/გაგაგზავნით შესაბამის ექიმ-სპეციალისტთან;
  • ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, თქვენი პირადი პედიატრი/ოჯახის ექიმი დაგიმზადებთ ცნობას, სადაც აღწერილი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფორმა № IV-100/ა სკოლაში/ბაღში წარსადგენად მიიღებთ იმავე დღეს.

 

!  გაითვალისწინეთ, რომ ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ცნობა კვლევების პასუხებთან ერთად გაიცემა, რასაც შესაძლოა რამოდენიმე დღე დასჭირდეს.

 

შეგეხსენებთ, რომ ჩვენთან დაზღვეული 6 წლამდე ასაკის ბავშვისათვის, ჯანმრთელობის შესახებ ცნობის აღება სრულიად უფასოა! ხოლო 6 წლზე უფროსი ასაკის პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციის საფასურის მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევს.