გაზიარება:

ბლოგი

    26იან
    2018
    წითელა


    ინფექციურ დაავადებებს შორის წითელა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა. ბავშვებში დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სპეციფიური გამონაყარი, ტკივილი ყელის არეში, ხველა, ორგანიზმის ტოქსიკოზის ზოგადი სურათი. დაავადება შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს გართულებების შემთხვევაში. ინფექციის წყარო შესაძლოა გახდეს წითელათი მოავადე ადამიანი, გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. მოავადესთვის განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგენს ინკუბაციის პერიოდი, მანამ სანამ გამონაყარი გაჩნდება სხეულზე 3-4 დღით ადრე, როდესაც ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. წითელათი დაავადებული ადამიანი გარშემომყოფებისთვის საშიშია 7-10 დღის განმავლობაში. დაავადების გადადების რისკი თითქმის 100 %-ია თუ ადამიანი აცრილი არაა. 

     

     

     

     

    ბოლო ათწლეულში, ვაქცინაციის წყალობით ბავშვებში შემცირდა დაავადების მაჩვენებელი, ხოლო მოზრდილებში უმეტესობას არ აქვს იმუნიტეტი პარამიქსოვირუსის წინააღმდეგ.

    ვირუსი ადამიანის ირგანიზმში ხვდება სასუნთქი გზებიდან და მხედველობის ორგანოდან. ორგანიზმში შეღწევიდან 3 დღის შემდეგ ვირუსი ერევა სისხლის ნაკადს და მოიცავს ლიმფურ ჯირკვლებს, ელენთაში ლოკალიზდება და გადის ინკუბაციის პერიოდს ( 7-17 დღე). ინკუბაციური პერიოდის დასრულების შემდეგ, პარამიქსოვირუსის ახალი თაობა მთელს ორგანიზმშია, აავადებს კანს, აზიანებს მხედველობას, საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ და ნერვულ სისტემას. დაავადების მოხდის შემდეგ მყარი იმუნიტეტი ყალიბდება. მეორედი დაავადების რისკი გამონაკლისს წარმოადგენს. დაავადების განმეორება როგორც წესი დაკავშირებულია იმუნოდეფიციტთან.

     

     

     

     

    წითელა ბავშვებში

     

    წითელას გამოვლინება ბავშვებში დამოკიდებულია მისი დაავადების ხანგრძლივობაზე.

     

    სიმპტომები:

     

    განვითარების პროცესი:

    ჰიპერთერმია

    სხეულის ტემპერატურის მომატება- ორგანიზმის დამცავი რეაქცია

     

    ძილის გაუარესება, გაღიზიენების დონის საგრძნობლად მომატება, პრეტენზიულობა

    პარამიქსოვირუსის ტვინის განყოფილებებში შეღწევის მცდელობის შედეგები.

     

    სურდო, ყელის ტკივილი, ლორწოვანი გარსების ჰიპერემია, შეშუპება

    ვირუსი აზიანებს ზედა სასუნთქი გზების კაპილარებს. ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება დამცავი ცილების გამომუშავებას იწვევს. იწვევს ყელისა და ცხვირის გაღიზიანებას. სასუნთქი გზების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ლარინგოსპაზმამდე მიიყვანოს მდგომარეობა.

     

    ხველა

    სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი მოქმედებს ხმის იოგებზე, რაც იწვევს ხმის ჩახრეწვას და სახასიათო ხველას.

     

    კუჭ-ნაწლავი

    ტკივილი მუცლის არეში, უმადობა, პირღებინება.

     

     

     

    გამონაყარი დაინფიცირებიდან  3-4 დღის შემდეგ ჩნდება კანზე, პირველ რიგში სახეზე, შემდეგ ვრცელდება ყელზე, ზედა ტანზე და თანდათან მთელი სხეული იფარება, კიდურების დაბოლოებების ჩათვლით.

    წითელას გამონაყარს არაიდენტური ფორმა აქვს და მოვარდისფრო ფერისაა. მას თან ახლავს ტემპერატურის მომატება, ხველის გამძაფრება და გამონადენი ცხვირიდან. ეს სიმპტომები გრძელდება 4-5 დღე, ამის შემდეგ გამონაყარი უფერულდება/იცვლის ფერს და მცირდება მოცულობა. ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. შემდეგ პერიოდში ვირუსის გამოვლინება კანზე პიგმეტების სახით რჩება.

     

     

    მკურნალობა

    ჯერჯერობით არ არსებობს სპეციფიკური მედიკამენტი წითელას განსაკურნებლად. მკურნალობისთვის პირველი დანიშნულებაა წოლითი რეჟიმი პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან 7-10 დღის მანძილზე,  კვებითი რაციონიდან გამოირიცხება ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საკვები, კერძები, რომლებიც აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მკურნალობის მთავარი პრინციპია საკვები რაციონის დაცვა წესების მიხედვით. დაავადება რთულად მიმდინარეობს თუ მოავადეს აღენიშნება ავიტამინოზი. ამ შემთხვევაში, პოლივიტამინების მიღება რეკომენდირებულია წითელას ვირუსთან გასამკლავებლად.

     

     

     

    პროფილაქტიკა

    წითელას ინფექციას შესაძლოა მოყვეს გართულება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაავადებულია: პნეუმონიით, მენინგიტით, ენცეფალიტით, ბრონქიტით. რიგ შემთხვევებში ინფექცია შესაძლოა არ გამოვლინდეს ტემპერატურის მომატებით ან გამონაყარით, მაგრამ აისახოს შინაგან ორგანოებზე და მკურნალობას დასჭირდეს გრძელვადიანი პერიოდი.

    დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო პროფილაქტიკაა ვაქცინაცია/აცრა, 1 წლიდან 6 წლის ასაკამდე.