03თებ
2018
წ ი თ ე ლ ა - დაავადების სიმპტომები და მკურნალობა


წ ი თ ე ლ ა - დაავადების სიმპტომები და მკურნალობა

 

ინფიცირების გზები

 წითელას დაავადება სეზონურობით ხასიათდება, ინფექცია მეტად ვრცელდება ზამთარი -ზაფხულის, კერძოდ დეკემბრიდან მაისამდე პერიოდში. წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა, და დახურულ სივრცეში, დიდ მანძილზე საკმაოდ ადვილად ვრცელდება ლაპარაკის, ხველისა და ცხვირცემინების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მარტივად ვრცელდება მისი მესამე პირით გადატანა იშვიათია.

ამ ინფექციით დაავადება ღრმა მოხუცებულობამდეა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში თუ დედას აქვს გადატანილი წითელა მისგან შვილს პასიური იმუნიტეტი გადაეცემა, ამიტომ ინფიცირებისგან შედარებით დაცულები არიან ბავშვები 4–6 თვემდე. ყველაზე ხშირად კი წითელას ვირუსი 1–დან 5 წლამდე ბავშვებში ვითარდება.

 

 

სიმპტომები

წითელას ინფექციის ამოცნობა შესაძლებელია მაღალი ტემპერატურით, ქუთუთოების, ცხვირის და ზემო ტუჩის შეშუპებით, კონიუქტივიტით, ანუ ჩირქოვანი გამონადენით თვალიდან, ცხვირიდან გამონადენით. დაავადების მე-4-ე მე-5ე დღეს თავს იჩენს გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ყურის უკან, ცხვირსა და ლოყებზე ვრცელდება, ხოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფად ვრცელდება მთელს სახეზე და მომდევნო სამი დრის განმავლობაში მოიცავს მთელ სხეულს, ავადობის განმავლობაში გამონაყარი იწყებს გარქოვანებასა და ფუფხის სახით მოცილებას.

გამონაყრის გაჩენისას ხდება ინტოქსიკაციის უფრო მკაფიო გამოხატვა – აღინიშნება მოუსვენრობა, ბოდვა, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ხშირად სისხლდენა ცხვირიდან.

 

 

მკურნალობა

თუ დაავადება გართულებულ ფორმას არ იძენს, მისი მკურნალობა ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, ექიმის დაკვირვებითა და მისი კონსულტაციით შესაძლოა წითელას ბინის პირობებში მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს წოლითი რეჟიმის დაცვას, ტემპერატურის დარეგულირების შემდეგ 2–1 დღის შემდეგაც. აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელებისა და პირის ხშირი დაბანა. აუცილებელია დაავადებულის ოთახი ხშირად ნიავდებოდეს და დაცული იყოს ტენიანობა. ავადმყოფს თვალებზე არ უნდა ეცემოდეს მკაფიო სინათლე,  კარგად მოქმედებს ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის გამორეცხვა და ტუჩების დამატენიანებელი საშუალების გამოყენება, რადგან ავადობის პერიოდში ხდება ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ტუჩების დახეთქვა. ხოლო ფუფხებისა და ჩირქის მოცილება უნდა მოხდეს თბილი წყლით. ყველა მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ უნდა შეიზღუდოს ვიტამინებით მდიდარი, სრულფასოვანი საკვების მიღება, აუცილებელია მცენარეული პროდუქტებით და რძის ნაწარმით კვება.

 

 

პროფილაქტიკა

წითელას საწინააღმდეგო აქტიური პროფილაქტიკა ტარდება ვაქცინაციით.  ვაქცინა კეთდება კანქვეშ 9–12 თვის ასაკიდან და ზოგჯერ მეორდება 4–6 წლის ასაკში. ანტისხეულების გამომუშავება და ინფექციის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება იწყება აცრიდან მე–7 –15 დღეს, ამ იმუნიტეტის ზუსტი ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.

ვაქცინაცია შესაძლოა გაუკეთდეს ინფექციის კერაში მყოფ ადამიანს, რაც ზღუდავს ინფექციის გავრცელებას.  თუმცა ამ შემთხვევაში აცრის გაკეთება ეფექტურია დაავადებულთან კონტაქტამდე ან კონტაქტიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

ზოგ შემთხვევაში ვაქცინაცია იწვევს რეაქციას რომელიც შესაძლოა გამოიხატოს მსუბუქი ხველითა და სურდოთი, ასევე დაბალი ტემპერატურით. აღნიშნული მოვლენები 2–3 დღეში ქრება.