25ოქტ
2017
სეზონური გრიპი და ვაქცინაცია მედისონის პოლიკლინიკაში


სეზონური გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, სიცივის მოახლოებასთან ერთად მატულობს საშიშროება გრიპით დაავადებისა. ვირუსი გადამდებია, ის გადაეცემა: ცემინებით, ხველით და ვირუსით დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებით. დაავადების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ: პირის, ცხვირისა და თვალის მიდამოსთან შეხებას, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხშირად გაანიავეთ ოთახები. ორსულები განსაკუთრებით საყურადღებო ჯგუფია, ფრთხილად იყავით, თუ ფიქრობთ, რომ გრიპი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობით. 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ადამიანს იცავს სხვადასხვა ვირუსული დაავადებისაგან.  ის ამზადებს ორგანიზმს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე.

 

სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის დაგეგმვისას, ასევე ორსულებისთვის. ორსულებს უვითარდებათ სუსტი იმუნიტეტი, ამირომ გაცილებით მეტად ზიანდებიან გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და აქვთ მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი.

 

ვაქცინაციისათვის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:

  • ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;

  ორსულები (მათ აქვთ მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი) და ხანდაზმულები;

  • ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
  • ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, კუნთოვანი დისტროფია და ა.შ.);

   

 

    თუ ჯერ კიდევ არ აცრილხართ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაციით, მაშინ მიმართეთ მედისონის პოლიკლინიკას თქვენთვის ხელსაყრელი ლოკაციის მიხედვით.

 

ვაქცინაციის ღირებულება - 25 ლარი.

 

სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის პოლიკლინიკები მდებარეობს მისამართებზე:

  • საბურთალო: ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11
  • მუხიანი: გობრონიძის ქ. 27
  • ვარკეთილი: კალოუბნის ქ. 12

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს: 247 06 06