05თებ
2018
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია


 

მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციად ითვლება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ზედა სასუნთქ გზებს. ამ დაავადებებს სხვანაირად უბრალოდ გაციებას ვეძახით.
გაციების ვირუსი, როგორც წესი, არ იწვევს მძიმე შედეგებს, თუმცა გართულების შემთხევაში შესაძლოა გამოიწვიოს პნევმონია, ოტიტი და მეორადი ბაქტერიული ინფექციები.

რესპირატორული დაავადებები საკმაოდ გავრცემებული პრობლემაა, ყველაზე ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადობენ, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლოა გაციებამ საშუალოდ წელიწადში ორჯერ შეაწუხოს.

 

 

გავრცელების გზა

გაციება ჰაერწვეთოვანი გზითაა გადამდები და ზედა სასუნთქ გზებში ლორწოვანი გარსის მეშვეობით ხვდება. ვირუსი შეიძლება გადამდები იყოს, როგორც ვერბალური კონტაქტით, ასევე იმ ნივთებთან შეხებითაც კი რომლითაც ავადმყოფი სარგებლობდა.

 

 

 

რისკ ფაქტორები

  • ასაკი

ჩვილები და სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე ადვილად ხდებიან ავად. ამის მიზეზი არამხოლოდ მათი მოუმწიფებელი იმუნური სისტემაა, არამედ ისიც, რომ პატარები ერთმანეთთან მეტად კონტაქტობენ შეხებით, ავიწყდებათ ხელების დაბანა, ხშირად იდებენ ხელებს პირში და ა.შ. რაც შეეხებათ ჩვილებს, მათი გაციება საკმაოდ რთული პრობლემაა, რადგან სურდო და ცხვირით სუნთქვის გაძნელება მათი კვებითი პროცესის დარღვევასთან პირდაპირ კავშირშია.

  • იმუნიტეტი

ასაკის მატებასტან ერთად ჩვენი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა იზრდება და გვიყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც გვიცავს გაციებისგან. თუმცა მოზრდილებშიც არის ხშირი ავადობის შემთხვევები, ეს სწორად დაქვეითებული იმუნიტეტის ბრალია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ქრონიკული დაავადებით, ძლიერი წამლების ან ზოგადად წამლების ხშირი მოხმარებით.

  • ზამთრის სეზონი

როგორც წესი, ხშირად ავადობის პერიოდი იწყება გვიან შემოდგომით და გრძელდება გაზაფხულის პირველ თვემდე. ამ დროს შეიძლება მოხდეს ორგანიზმის შეციება, რაც ასევე იმუნურ სისტემას აქვეითებს. ასევე ზამთარში ადამიანები ხშირად ატარებენ დროს დახურულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც უფრო უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას.

სიმპტომები

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, თავს ორგანიზმის დაავადებიდან 1-3 დღეში იჩენენ.

ეს სიმპტომებია: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცრემლდენა, სახსრებისა და თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე.

 

 

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზრდასრულმა ადამიანმა ნებისმიერი პრეპარატის დასანიშნად უნდა მიმართოს ექიმს, დაუყონებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდეგი, გართულებული სიმპტომების არსებობს შემთხვევაში:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • შესამჩნევად გადიდებული ლიმფური ჯირკვლები;
  • სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი;
  • ძლიერი ტკივილი ცხვირის სინუსის გარშემო;
  • იმ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, რომელბიც არ უკავშირდებიან სასუნთ გზებს;

ბავშვებში გაციება უფრო რთულად მიმდინარეობს და უფრო დიდია გართულებების და სერიოზულ დაავადებაში გადასვლის რისკი, ამიტომ ბავშვის გაციების შემთხვევაში ნუ დაელოდებით  სანამ განსაკურთრებული სიმპტომები იჩენენ თავს, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.

დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოვება, რაც შეიძლება გამოიხატოს შარდის გამოყოფის სიმცირით;
  • არაბუნებრივი ძილიანობა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • სპაზმური ხველა;
  • ტკივილი ყურის არეში;

თუ გაციების სიმპტომები ბავშვებში ან ზრდასრულებში გრძელდება 10 დღეზე დიდხანს მიმართეთ ექიმს განმეორებითი კონსულტაციისათვის.

 

 

 

გაციების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა ისეთი მარტივი მეთოდებით როგორიცაა:

  • ბევრი სითხე

წყალი, წვენი, თბილი ლიმნიანი წყალი, ჩაი - ამ ყველაფრის მიღება დაეხმარება თქვენს ორგანიზმს აღიდგინოს ტემპერატურისა და ოფლიანობისას დაკარგული სითხე. ერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს რომელიც პირიქით გაუწყლოვებას უწყობს ხელს.

  • ქათმის ბულიონი

წინა თაობებში გაციებას ხშირად მკურნალობდნენ ქათმის ბულიონით, დღეისათვის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს საშუალება გაციებას ებრძვის  და ხელს უშლის ანთების გამწვავებას, ასევე ბულიონი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანის მატებას, გარსის გასუფთავებას და ზღუდავს ვურუსების ლორწოვან გარსთან კონტაქტს.

  • მეტი დასვენება

თუ შესაძლებლობა გაქვთ, დარჩით სახლში და მეტი დრო გაატარეთ მოსვენებულ მდგომარეობაში. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, გარდა იმისა რომ გარეთ გასვლა ძალების დაკარგვას შეუწყობს ხელს, გახსოვდეთ რომ გარეთ გასვლით თქვენ მეტად ავრცელებთ ვირუსულ ინფექციას. თუ მარტო არ ცხოვრობთ, არ დაგავიწყდეთ პირბადის, ცალკე პირსახოცისა და ჭურჭლის მოხმარება.

  • ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა

ხშირად გაანიავეთ ოთახი, მაგრამ შეეცადეთ შეინარჩუნოთ თბილი ტემპერატურა. ოთახის დატენიანება შეგიძლიათ წყლით სავსე თასის დადგმით. გახსოვდეთ, რომ არასაკმარისი ტენიანობა ხელს უწყობს ყელის გამოშრობას და ამძაფრებს ტკივილს.