13თებ
2018
ფარინგიტი - გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები


ფარინგიტი არის ხახის უკანა კედლის ანთება. მისი მთავარი გმომწვევი მიზეზია: ცივი ან დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება (სპირტი, თამბაქო).

ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსი (40%) და ბაქტერია (30%).

ფარინგიტის გამომწვევი ძირითადი ვირუსებია:

  • ადენოვირუსი;
  • რინოვირუსი;
  • კორონავირუსი;
  • ექოვირუსი;
  • კოკსაკის ვირუსი;
  • გრიპის ვირუსი;
  • პარაგრიპის ვირუსი

შედარებით იშვიათია:

  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
  • ციტომეგალოვირუსი;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსი.

 

სიმპტომები:

კლინიკური ნიშნები:

  • ყელის სიმშრალე;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სხეულის ტემპერატურა ნორმალურია ან 37,7C°-მდე ადის.

 

 

ქრონიკული ფარინგიტი კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება იყოს: მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული. ქრონიკული ფარინგიტის ძირითადი მიზეზებია: ხახის განმეორებითი მწვავე დაავადებები, სასის ტონზილების, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ქრონიკული დაავადებები, თამბაქოს მწეველებში ხახის ლორწოვანის ხანგრძლივი გაღიზიანება, სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება, მომწამლავი აირების, მტვრის