გაზიარება:

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი (ონკოლოგია)

    პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი (ონკოლოგია)
    პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი (ონკოლოგია)
    www.pmi.ge
    ტელ:2485800



    პირველად საქართველოში პერსონალიზებული მედიცინის მეთოდოლოგიის გამოყენებით ონკოლოგიური და შინაგანი დაავადებების ადრეული, პრეკლინიკური დიაგნოსტიკა, გენეტიკური თავისებურებების შესაბამისი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია!

     

    ონკოლოგია

    1.სიმსივნის მკურნალობა ქიმიოთერაპიული საშუალებებით: 2.სიმსივნესთან ასოცირებული სიმპტომების მართვა; 3.გართულებების მართვა 4.სპეციფიკური სავალდებულო კვლევები

    5.პერსონალიზირებული მედიცინა ონკოლოგიაში.

     

    სიმსივნის მკურნალობა ქიმიოთერაპიული საშუალებებით:

    სიმსივნესთან ასოცირებული სიმპტომების მართვა;

    გართულებების მართვა

    სპეციფიკური სავალდებულო კვლევები

    პერსონალიზირებული მედიცინა ონკოლოგიაში.

     

    შინაგანი მედიცინა

    შინაგანი დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავის, 

    ძვალ-სახსროვანი სისტემების, თირკმლების დაავადებების) დიაგნოსტიკა,  

    მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია

     

    ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა

    ულტრასონოგრაფია; 

    ელექტროკარდოგრაფია; 

    არტერიული წნევის 24-სთ მონიტორინგი; 

    ტრედმილ-ტესტი;

    რენტგენოგრაფია; 

    არაინვაზიური სპექტროსკოპიის სისტემა; 

    კანის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა

     

    ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

    ჰემატოლოგია;

    ბიოქიმია;

    ჰემოსტაზი;

    იმუნოლოგია;

    ბაქტერიოლოგია;

    ციტოლოგია.

     

     პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში არის საშუალება ჩაიტაროთ ისეთი კვლევები როგორიცაა გენეტიკური ტესტირება

     

    რა არის გენეტიკური ტესტირება?

    გენეტიკური ტესტირება იყენებს ლაბორატორიულ მეთოდებს ადამინის გენების დასათვალირებლად, რომლებიც წარმოადგენენ დნმ-ის ეგრეთწოდებულ ინსტრუქციებს, რომლებსაც მემკვიდრეობით იღებთ დედის და მამისგან. გენეტიკური ტესტები შესაძლოა გამოიყენოთ ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდილი რისკის იდენტიფიკაციისთვის/ამოჩენისათვის, რათა აირჩიოთ მკურნალობები ან შეაფასოთ პასუხი მკურნალობებზე ასევე დანიშნოთ ზუსტი ანუ დამიზნებითი მკურნალობა რასაც აუცილებლად მოყვება მკურნალობის დადებითი შედეგი.

     

    რატომ უნდა განვიხილავდეთ გენეტიკური ტესტის საჭიროებას?

    ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც უნდა განვიხილოთ გენეტიკური ტესტირების ჩატარება. მაგალითად, თქვენ შესაძლოა გადაწყვიტოთ გენეტიკური ტესტის გავლა, თუ თქვენ:

    გაქვთ დაავადების ნიშნები ანუ თვლით რომ არ ხართ ჯანრთელი;

    ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ დაავადების გაზრდილი რისკი მომავალში, იმიტომ რომ თქვენ ოჯახში არსებობს ან არსებობდა გენეტიკურად ახლო ნათესავი (მშობელი, და, ძმა და ა.შ) რომელთაც ჰქონდათ მაგალითად კიბო (ავთვისებიანი სიმსივნე), შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა, ინფარქტი, ინსულტი, ფსიკიკური დაავადებები, „ნევროზები“, ალცჰაიმერის დაავადება, ეპილეფსია, ბრონქული ასთმა, უროლოგიური და გინეკოლოგიური პრობლემები (იმპოტენცია, უნაყოფობა, პროსტატის ადენომა და ა.შ.). ინფექციური პათოლოგიები მაგალითად ტუბერკულოზი (გენეტიკური ტესტირებით დაადგენთ თუ როგორი იმუნიტეტი გაქვთ და გაქვთ თუ არა რისკი მარტივად დაავადდეთ ინფექციური დაავადებებით მათ შორის ტუბერკულოზით, ამავდროულად თუ იმუნიტეტი გაქვთ დაბალი მოახდენთ მის გაუმჯობესებას სპეციფიკური მკურნალობის მეთოდებით );

    ფიქრობთ, რომ შესაძლოა დაავადება გადასცეთ თქვენს შვილებს; 

    ორსულად ხართ და გსურთ თქვენს ნაყოფს ჩაუტარდეს ტესტი დაავადების არსებობაზე ანუ შეფასდება ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

     

    რისი გაგება შემიძლია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ

    გენეტიკური   ტესტით?

    გენეტიკური ტესტის შედეგები შესაძლოა დაგეხმაროთ:

    დაავადების ზუსტ დიაგნოსტიკაში;

    გენის ცვლილების მოძებნაში, რომელიც პასუხისმგებელია უკვე დადგენილ   

    დაავადებაზე, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ის კონკრეტული გენი ან გენთა ჯგუფი, რომელიც არის ამა თუ იმ დაავადების მიზეზი და გენური თერაპისს შესაძლებლობის ფარგლებში მოვახდინოთ მისი ჩანაცვლება;

    იმის შეფასებაში, თუ როგორი მწვავე შეიძლება იყოს დაავადება ანუ რამდენად საშიშია ეს დაავადება სიცოცხლისათვის, რამდენად სასწაროა მისი მკურნალობა ან არის თუ არა საერთოდ საჭირო სამედიცინო ჩარევა;

    მედიკამენტებისა და სხვა მკურნალობების შერჩევაში ანუ თანამედროვე მედიცინა, რომელსაც უწოდებენ მომავლის მედიცინას ეს არის პერსონალიზებული მედიცინა, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დაავადების (თუ ცნობილია მასზე პასუხისმგებელი გენი) განვსაზღვროთ მედიკამენტის მგრძნობელობა და მკურნალობა დაინიშნოს ზუსტი ანუ დამიზნებითი მიმართულებით;

    გენის ცვლილებების პოვნაში, რომლებიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს ანუ დავადგინოთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებაზე ანუ ადამიანი დაავადდება თუ არა კონკრეტული დაავადებით და შევთავაზებთ მისი პრევენციის შესაძლო გზებს.

    გენის იმ ცვლილებების პოვნაში, რომლებიც შესაძლოა გადაეცეს შვილებს.