გაზიარება:

კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი

    კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი
    კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი
    ალეკო გობრონიძის ქ. 27
    ტელ:2 14 82 05

     

    კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი

    ქართულ-ჰოლანდიური კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მდებარეობს მედისონ ჰოლდინგის მუხიანის ფილიალში,  დაარსდა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით. კლინიკა წარმოადგენს სამედიცინო გაერთიანება „მედისონი“ -ს პარტნიორ კომპანიას, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანადარტებით  და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა  მოსახლეობას უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ამბულატორიული,  სტაციონარული და სარეაბილიტაციო მომსახურებით.

     

    „კარდიო-რებილიტაციის ცენტრში“ ამიერკავკასიაში პირველად, განხორციელდა ტრაქეის სტენტირება. ეს უნიკალური პროცედურა ჩატარდა პროფესორ შალვა რცხილაძის ხელმძღვანელობით, პულმონოლოგ დავით ჭყონიას და ინტევენციონისტ იური ფხაკაძის მიერ. პროცედურაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ანესთეზიოლოგი ნინო გვასალია და კარდიოლოგები გუგა რცხილაძე და გიორგი კაპანაძე.

     

    კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრში ხორციელდება უმაღლესი დონის კორონარული  ანგიოპლასტიკა გაწოვადი სტენტების იმპლანტაციით;

     

    ცენტრში პაციენტებს ასევე უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ელექტროოკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი), იმპლანტირებული მოწყობილობების (კარდიოსტიმულატორი, დეფიბრილატორი) კონტროლი და პროგრამირება, ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილი), კორონაროანგიოგრაფიული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში კანგავლითი კონორალური ანგიოპლასტიკა (სტენტის იმპლანტაციით), სისხლძარღვების დოპლერექოგრაფიული და ანიოგრაფიული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით.

     

    ამასთანავე „კარდიო-რებილიტაციის ცენტრში“  ფუნქციონირებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის კაბინეტები, პაციენტებს ემსახურებიან გამოცდილი მასაჟისტები და ფიზიოთერაპევტები.

     

    ცენტრს აქვს Yoga Studio, სადაც შესაძლებელია  შეისწავლოთ ჰათჰა იოგას პრაქტიკა ასანები. ინდივიდუალურად განისაზღვროს კვების რეჟიმი, ჰიგიენური პროცედურები და ნორმები.